დონალდ ტრამპის განცხადება

 „ირანს შეთანხმება სურს, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც მე დავთანხმდები,“ – ეს კიდევ ერთი განცხადებაა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ტრამპი კვლავ აკრიტიკებს ჟურნალისტებს და აღნიშნავს, რომ ირანი სრულად დამარცხებულია. „ყალბი ამბების მედიას სძულს იმის გაშუქება, რამდენად ეფექტიანად იმოქმედეს აშშ-ის სამხედროებმა ირანის წინააღმდეგ, რომელიც სრულად დამარცხებულია და შეთანხმების დადება სურს, მაგრამ არა ისეთი შეთანხმების, რომელზეც მე დავთანხმდები“, – წერს ტრამპი. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ შეთანხმებაზეა საუბარი და რა პირობები შეიძლებოდა შეეთავაზებინათ ირანის წარმომადგენლებს.