დონალდ ტრამპის განცხადება 

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომი საკმაოდ სწრაფად დასრულდება. აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დიდი ხნის წინ უნდა განხორციელებულიყო. მისივე თქმით, ირანში ომის დაწყებიდან შტატებმა 5000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და ირანის დრონებისა და სარაკეტო შესაძლებლობები მთლიანად განადგურებულია.

ტრამპი ამბობს, რომ თუ აშშ და ისრაელი პირველები არ განახორციელებდნენ დარტყმას, ირანი „ახლო აღმოსავლეთს დაიპყრობდა“. ამასთან, მან მეზობელ ქვეყნებზე ირანის თავდასხმებს სულელური უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ნავთობთან დაკავშირებულ გარკვეულ სანქციებს ფასების შესამცირებლად გააუქმებს.