ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით „უკმაყოფილოა“ დონალდ ტრამპი. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა Fox News-ს განუცხადა. რაც შეეხება ომის დასრულების საკითხს, თეთრი სახლის ლიდერის თქმით, გადაწყვეტილება ორმხრივი იქნება და მას ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ერთად მიიღებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა Times of Israel-ს განუცხადა, რომ ირანი ისრაელის განადგურებას აპირებდა და ის მან და ბენიამინ ნეთანიაჰუმ იხსნეს. კითხვაზე, შეძლებდა თუ არა ისრაელი ირანის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას, თუ აშშ გადაწყვეტდა თავდასხმების შეწყვეტას, ტრამპმა უარი თქვა ამ შესაძლებლობის განხილვაზე და აღნიშნა, რომ ის საჭირო არ იქნება.