დონალდ ტრამპის განცხადება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დღეს ირანს ძალიან ძლიერ დარტყმას მიაყენებენ. აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა ათასობით წლის განმავლობაში, როდესაც ირანი მიმდებარე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დამარცხდა. ტრამპი წერს:

„ირანმა, რომელიც ჯოჯოხეთისკენ მიდის, ბოდიში მოიხადა და დანებდა თავის ახლოაღმოსავლეთელ მეზობლებს, პირობა დადო, რომ მათ აღარ ესროდა. ეს დაპირება მხოლოდ აშშ-ისა და ისრაელის შეუჩერებელი თავდასხმის გამო იყო მიცემული. ისინი ახლო აღმოსავლეთის ხელში ჩაგდებასა და მართვას ცდილობდნენ. ათასობით წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანი დამარცხდა მიმდებარე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. დღეს ირანს ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებენ! ირანის ცუდი ქცევის გამო, სერიოზულად განიხილება სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი იმ ტერიტორიებისა და ადამიანთა ჯგუფების, რომლებიც ამ მომენტამდე სამიზნეებად არ განიხილებოდნენ,“ – წერს ტრამპი.