„აშშ-ის საზღვაო ძალები, საჭიროების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო ტანკერებს ესკორტს გაუწევენ,“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, შტატების განვითარების საფინანსო კორპორაციას, პოლიტიკური რისკების დაზღვევა და სპარსეთის ყურეში ყველა საზღვაო მარშრუტის ფინანსური უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა დაავალა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შტატები მსოფლიოში ენერგიის თავისუფალ ნაკადს უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, ჰორმუზის სრუტე ახლო აღმოსავლეთის თხევადი ბუნებრივი აირისა და ნავთობის გადაზიდვის მთავარი მიმართულებაა. ირანმა სრუტე 28 თებერვალს დაკეტა.