დონალდ ტრამპის განცხადება
დონალდ ტრამპმა ირანის მოსახლეობას მიმართა და პროტესტის გაგრძელებისა და ინსტიტუციების დაკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, ირანში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა პირობა დადო, რომ მკვლელები დიდ საფასურს გადაიხდიან. მისივე თქმით, სანამ დემონსტრანტების მკვლელობა არ შეწყდება, ირანელ ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრა გაუქმებულია და ქვეყანასთან საქმიანი ურთიერთობების მქონე ყველა პირზე დაწესებულია ტარიფები.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების განსახილველად ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ირანის ყოფილი შაჰის ვაჟთან ფარული შეხვედრა გამართა. ამერიკის მხრიდან სამხედრო კონფრონტაციისთვის მზადაა ირანი.