დონალდ ტრამპის განცხადება
ირანი მზად არის მოლაპარაკებისთვის, – აცხადებს დონალდ ტრამპი. მისი თქმით, ლიდერებმა სწორედ ამ მიზნით დაურეკეს, რადგან ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმით. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ საუბარს ილონ მასკთან გეგმავს, რადგან ირანის ხელისუფლებამ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე საკომუნიკაციო საშუალებები გათიშა.
მანამდე მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ნაბიჯებს განიხილავდა, მათ შორის შესაძლო სამხედრო ვარიანტებს.