ტრამპი თავის Truth Social-ზე აქვეყნებს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის, მაიკლ მაკკუნის პოსტს, სადაც ვკითხულობთ: „ზელენსკის სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ უკან დაიხიოს და მიიღოს ტრამპის პირობები, მაგრამ აი, გენიალური ნაწილი: ტრამპი რეალურად იცავს უკრაინას აშშ-ის ომში ჩათრევის გარეშე. მინერალების შესახებ გარიგების მოლაპარაკებით, ტრამპი უზრუნველყოფს ამერიკელების ჩართვას უკრაინის სამთო ინდუსტრიაში. ეს ხელს შეუშლიდა რუსეთს შეჭრაში, რადგან უკრაინაზე თავდასხმა იქნებოდა ამერიკელების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, რაც აიძულებდა აშშ-ს, რომ ეპასუხა. ტრამპი ორივე მხარეს თამაშობდა, როგორც ჭადრაკის დიდოსტატი. საბოლოო ჯამში, ზელენსკის სხვა არჩევანი არ ექნება, დათმობის გარდა, რადგან აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, უკრაინა ვერ მოიგებს გახანგრძლივებულ ომს რუსეთის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ამერიკული კომპანიები უკრაინაში სამუშაოებს დაიწყებენ, პუტინი ვერ შეძლებს თავდასხმას მასიური საერთაშორისო შედეგების გამოწვევის გარეშე. არ ღირს დონალდ ტრამპის არასწორად შეფასება. ჭადრაკის ამ თამაშში ის ათი სვლით უსწრებს ყველას“, – აღნიშნავს მაიკლ მაკკუნი.