დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკის რუსეთთან მოსალაპარაკებლად კოზირები არ აქვს. შესაბამისად, აშშ-ს პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ ზელენსკის დასწრება შეხვედრებზე მნიშვნელოვანია. ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი უკვე სამი წელია დადის შეხვედრებზე და ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.
აშშ-ს პრეზიდენტი ასევე ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს. ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთი დაესხა თავს უკრაინას, თუმცა, მისივე თქმით, პუტინის გადარწმუნება შესაძლებელი იყო. ამიტომ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ომის პრევენცია შეეძლოთ.