დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ძალა აქვს და ეს პროცესი კარგად მიდის. ის უკრაინის პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაუარა, რომლის თანახმადაც, უკრაინა მოლაპარაკებებზე არ იყო მიწვეული. „სამი წელი სად იყავით? – კითხულობს აშშ-ის პრეზიდენტი. მისი თქმით, უკრაინას შეეძლო ომის დასრულება.
მან ასევე ისაუბრა ზელენსკის რეიტინგზეც და თქვა, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც არ გვქონია უკრაინაში არჩევნები, სადაც ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა, სადაც უკრაინის ლიდერის, არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ მისი რეიტინგი ოთხ პროცენტამდე დაეცა, – განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, უკრაინაში არჩევნების ჩატარების სურვილი აშშ-სგან მოდის და არა რუსეთისგან.