დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში - გამოხმაურება

ტრამპის გამოსვლას კონგრესში დემოკრატების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. დარბაზში მყოფი ოპონენტები პროტესტსა და უკმაყოფილებას სხვადასხვა ფორმით გამოხატავდნენ – ტანსაცმლის ფერით, მაისურებზე წარწერით, თუ სხვადასხვა ბანერებით. ტრამპის სიტყვით გამოსვლის დაწყებიდან მალევე, ტეხასის შტატის კონგრესმენი ელ გრინი დარბაზიდან გააძევეს. მოგვიანებით ელ გრინმა განაცხადა, რომ მუშაობს დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად.

პრეზიდენტის მიერ ილონ მასკის შექებისას კი დემოკრატებს ხელში ეკავათ პლაკატები წარწერებით „მასკი იპარავს“ და „ტყუილია“. კონგრესში გამოსვლის დასრულების შემდეგ, ვერმონტის სენატორმა, ბერნი სანდერსმა თქვა, რომ დონალდ ტრამპი პარალელურ სამყაროს ქმნის. დემოკრატმა სენატორმა ელისა სლოტკინმა კი განაცხადა, რომ მისი ნაბიჯები მხოლოდ მდიდარი ამერიკელების კეთილდღეობას ემსახურება.