დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში

ამერიკა დაბრუნდა – ამ სიტყვებით დაიწყო ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა  დონალდ ტრამპმა თავისი პირველი გამოსვლა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე. მან დახლოებით 100 წუთი ისაუბრა პრიორიტეტებზე და მისი ადმინისტრაციის მიერ გაწეულ სამუშაოზე.

საგარეო საკითხებს შორის ტრამპი შეეხო ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებულ ვითარებას. მისი თქმით, ზელენსკისგან მნიშვნელოვანი  წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე ნებისმიერ დროს. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გაცილებით ბევრი ფული დახარჯა უკრაინის დახმარებაზე, ვიდრე ევროპამ და ევროპამ, მეტი ფული დახარჯა რუსულ ნავთობსა და გაზზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე. დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მუშაობს უკრაინაში საშინელი კონფლიქტის დასასრულებლად.