დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება 

12:23, 22.04.2026

პაკისტანში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი გაუქმდა. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიდრე ირანის მხარე ერთიან წინადადებას ჩამოაყალიბებს, იქამდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში რჩება.

პარალელურად, დონალდ ტრამპმა სამხედრო ძალებს ბლოკადის გაგრძელების მითითება მისცა და მათ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ყოფნა დაავალა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეს იწურებოდა. დონალდ ტრამპი ვადის გახანგრძლივებას არ გეგმავდა. თუმცა, გადაწყვეტილება პაკისტანის ფელდმარშალისა და პრემიერ-მინისტრის თხოვნის საფუძველზე შეცვალა. ირანში ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა, დროის მოგების ხერხი იყოს, შესაძლო მოულოდნელი დარტყმისთვის მომზადების მიზნით.

მსგავსი