დონალდ ტრამპი სირიაში მიმდინარე მოვლენებზე - ჩვენ არ შეგვიძლია ასეთ არაადამიანურ ქცევასთან შეგუება

სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი უახლოეს 24-48 საათში გახდება ცნობილი. განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა. „ჩვენ არ შეგვიძლია ასეთ არაადამიანურ ქცევასთან შეგუება“,- განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეჭვი არ ეპარება, თუ ვინ დგას ამ თავდასხმის უკან. გადაწყვეტილებას ძალიან სწრაფად მივიღებთ, სავარაუდოდ დღის ბოლომდე“,- აცხადებს ტრამპი. სირიაში შესაძლო სამხედრო ჩარევაზე დასმულ კითხვას ტრამპმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე გამორიცხული არაფერია.

შეგახსენებთ, პრეზიდენტამდე შესაძლო სამხედრო ოპერაციაზე თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მეტისმაც ისაუბრა. მინისტრი შექმნილ სიტუაციაში ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.