დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, თუ ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებზე. ტრამპმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მზადაა, პუტინსა და ზელენსკისთან შესახვედრად, როცა ისინი მოისურვებენ. ტრამპმა კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ უკრაინაში ომის მსხვერპლთა ოფიციალური რაოდენობა. მისივე თქმით, ომმა უკვე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ტრამპის შეფასებით, მოსკოვის დანაკარგები დაახლოებით 800 ათას ადამიანს შეადგენს, ხოლო კიევის – 600-დან 700 ათასამდე ადამიანს.