დონალდ ტრამპი პუტინთან მოლაპარაკების მოლოდინზე
„ვფიქრობ, მე რომ არა, ვლადიმერ პუტინი სხვა არავისთან ისაუბრებდა, მე შევხვდები მას და ვნახავ, რა სიტუაციაა, შეხვედრის შემდეგ, დავურეკავ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს, ჩემზე არ არის დამოკიდებული გარიგების დადება,“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ შეიძლება თქვას, რომ უკრაინაში ომის საკითხი არ მოგვარდება.
„იქნება ტერიტორიების გაცვლა, ეს ვიცი რუსეთთან, ყველასთან საუბრისგან გამომდინარე. მიწების გაცვლა უკრაინის საკეთილდღეოდ მოხდება. ასევე, ზოგიერთი ცუდი რამ იქნება ორივესთვის. რუსეთმა დაიკავა უკრაინის დიდი ნაწილი. ჩვენ ვეცდებით, რომ დავუბრუნოთ ამ ტერიტორიის ნაწილი უკრაინას,“ – აცხადებს ტრამპი.