დონალდ ტრამპი ნატო-დან გასვლას სერიოზულად განიხილავს

დონალდ ტრამპი ნატო-დან გასვლას სერიოზულად განიხილავს. ამასთან დაკავშირებით მან „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში ისაუბრა. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს საზღვაო ფლოტი არ ჰყავს.
კითხვაზე, გადახედავდა თუ არა ის ალიანსში შეერთებული შტატების წევრობის საკითხს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდეგ, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე ვიტყოდი, რომ ეს გადახედვას ექვემდებარება“. „ნატო არასდროს მხიბლავდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი „ქაღალდის ვეფხვები“ იყვნენ. სხვათა შორის, ეს პუტინმაც იცის“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.