„ირანში ყველაფერი განადგურებულია,“ – ამის შესახებ ტრამპმა ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას განაცხადა. კითხვაზე, თუ როგორ მიიღო ირანზე თავდასხმის გადაწყვეტილება, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანი თავად აპირებდა პირველ დარტყმას და მას ეს არ სურდა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანმა დაარტყა ქვეყნებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო იმასთან, რაც ხდება. თავის მხრივ, ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ ირანის რეჟიმის დასრულების საკითხთან დაკავშირებით, აშშ და გერმანია ერთ აზრზე არიან.“