დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად კენჭისყრას ხელმეორედ დათანხმდა. „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატად წარდგენის ოფიციალური ცერემონიალი თეთრ სახლში გაიმართა. თავის გამოსვლაში შტატების პრეზიდენტმა კორონავირუსის დამარცხებისა და ეკონომიკის აღორძინების პირობა დადო.

ტრამპის თქმით, 2020 წლის 3 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი იქნება. ამასთან ერთად, მოქმედმა პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ოპონენტი ჯო ბაიდენი და მას ჩინეთისა და რადიკალი მემარცხენეების რჩეული უწოდა.

თეთრი სახლის სამხრეთ ფრთაში გამართული საზეიმო ღონისძიების ფონზე, ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციები გაიმართა.

დატოვე კომენტარი