დონ ლემონი თავისუფალია, თუმცა ბრალდება არ მოუხსნეს

მინესოტაში მიმდინარე მოვლენები, უკვე დიდი ხანია აღარ არის ადგილობრივი პროტესტი და იმიგრაციის საკითხზე ყოველდღიურად ამძაფრებს პოლარიზაციას საზოგადოებაში. დემოკრატები სამოქალაქო უფლებებზე, რესპუბლიკელები კი კანონის აღსრულებისა და წესრიგის აუცილებლობაზე საუბრობენ. ფედერალური სამოქალაქო უფლებების დარღვევისთვის ბრალი წარედგინა CNN-ის ყოფილ წამყვანს, რომელმაც ეკლესიაში აქციის მონაწილეების პროტესტი გადაიღო.

პროტესტის შემდეგ წირვა ჩაიშალა, აქტივისტები კი ირწმუნებოდნენ, რომ ეკლესიაში მოღვაწე ერთ-ერთ პასტორს იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურში ლიდერის თანამდებობა ეკავა. სწორედ ეს პროტესტი გადაიღო დონ ლემონმა, რომელიც ბრალის წარდგენის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.