დმიტრო კულებას პასუხი ოლაფ შოლცს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის კანცლერს უპასუხა. დმიტრო კულებას თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი მხოლოდ პუტინის არ არის და მას რუსების უმეტესობა უჭერს მხარს. „არა პუტინი, არამედ რუსი ჯარისკაცები მოდიან რუსეთიდან, რათა მოკლან, აწამონ და გაანადგურონ. რუსების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ომს. მოდით, რუსები დატკბნენ რუსეთით“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს გამართლებულად არ მიიჩნევს. ცნობილია, რომ ესტონეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩაკეტოს საზღვრები რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ესტონეთში გაცემული შენგენის ვიზა აქვთ. აკრძალვა ძალაში ერთ კვირაში შევა.