„რუსებს სურთ სისხლი და არა მოლაპარაკებები“ – დაწერა „ტვიტერზე“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დიპლომატი სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა – უკრაინაში რუსეთის ომის გეოგრაფიული მიზნების შეცვლის შესახებ. დმიტრო კულებამ მსოფლიოს მოუწოდა, გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და დააჩქაროს კიევისთვის იარაღის მიწოდება. „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარება უკრაინის მეტი ტერიტორიის მიტაცებაზე ადასტურებს, რომ რუსეთი უარყოფს დიპლომატიას და ორიენტირებულია ომსა და ტერორზე. რუსებს სურთ სისხლი და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, გააძლიერონ სანქციებით ზეწოლა რუსეთზე და დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება“, – წერს კულება „ტვიტერზე“.