დმიტრო კულებას განცხადება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის კანცლერს კიევისთვის შეიარაღების გადაცემის შესახებ დროული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება დმიტრო კულებამ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„იმედი მაქვს, რომ კანცლერი შოლცი მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა გერმანიას, გადასცეს კიევს მძიმე შეიარაღება, მათ შორის ტანკები და გერმანიას აღნიშნული გადაწყვეტილება ადრე რომ მიეღო, დიდი ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. კულებამ ასევე მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. კერძოდ, დააწესონ ემბარგო რუსულ ნავთობზე.