დმიტრო კულებას განცხადება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელად ილია დარჩიაშვილის დანიშვნას ეხმაურება. დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს, რომ „ელოდება ახალ მინისტრთან მუშაობას საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად. „რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერზე“.