დმიტრო კულება ენტონი ბლინკენს ესაუბრა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან უკრაინაში რუსეთის დაწყებული სასტიკი ომის დასრულების ძალისხმევა და ომის დანაშაულები განიხილა, – ამის შესახებ დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს. „ვესაუბრე სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომისა და ომის მრავალი დანაშაულის დასრულების ძალისხმევაზე. ამ მიზნით კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და ყველა არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტის გამოყენება“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.