ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის საქმე 

5-6 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებული პირების მორიგი სასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება. ადვოკატის განმარტებით, დღეს სავარაუდოდ, მოწმეები დაიკითხებიან. გამოიკვლევენ მტკიცებულებებს. 5 ივლისს რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე აქციაზე მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.