ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე

12:08, 01.02.2025
უკვე 21-ე დღეა, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჟურნალისტი იმაზე უფრო გამხდარია და სუსტად გამოიყურება, ვიდრე ორი დღის წინ, როცა ადვოკატებმა ბოლოს მოინახულეს.
მაია მწარიაშვილის თქმით, მომავალ კვირას მზია ამაღლობელისთვის სიღრმისეული კვლევების ჩატარება იგეგმება, თუმცა კონკრეტულად, რა სამედიცინო მანიპულაციებზეა საუბარი, ამას ადვოკატი ორშაბათს გაიგებს. არ არის გამორიცხული, რომ კვლევები დაკავებულ ჟურნალისტს კლინიკაში ჩაუტარდეს.
უქმე დღეების გათვალისწინებით, უფლებადამცველები დღეს ამაღლობელის მონახულებას ვერ ახერხებენ, სახალო დამცველის წარმომადგენელი კი მას უახლოეს ორ დღეში ესტუმრება.

 

მსგავსი