ჟოზეფ ბორელის ინტერვიუ

ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, პუტინის მუქარა ევროკავშირმა სერიოზულად უნდა მიიღოს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ომმა „საშიშ მომენტს“ მიაღწია, რადგან რუსები კუთხეში მიიმწყვდიეს.

ომის დაწყებიდან შვიდი თვის შემდეგ, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ პუტინის ძალები უკან იხევენ, თუმცა ბორელის თქმით, აუცილებელია, ისეთი დიპლომატიური გადაწყვეტილების მოძებნა, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს. „ორგანიზაციამ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე სანქციების გზით ზეწოლა. პუტინმა უნდა შეასრულოს საკუთარი როლი კონფლიქტის დიპლომატიის გზით მოგვარების კუთხით, რადგან ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო“ – ამბობს ბორელი ინტერვიუში.