დიპლომატიური ფორუმი ანტალიაში

2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე რუსეთს რომ საკადრისი პასუხი მიეღო, მსოფლიო დღეს არ აღმოჩნდებოდა ასეთ რთულ  ვითარებაში, – განცხადება ამის შესახებ ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე ლატვიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

ფორუმის მეორე დღე პანელურ დისკუსიებს ეთმობა. ლიდერების მონაწილეობით მიმდინარე განხილვების მთავარი თემა ისევ უკრაინაში კრემლის სამხედრო აგრესიაა.

„მოამბე“ ანტალიიდან. ფორუმის მონაწილეებს უკრაინაში არსებულ ვითარებასა და საქართველო-ევროპის პერსპექტივაზე, სალომე ქოქიაშვილი ელაპარაკა. დეტალებით ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.