„დინამო თბილისის“ აკადემიაში რეგიონული ნაკრები გუნდები შეირჩა. მონაწილეობდა 32 მუნიციპალიტეტიდან 1 500 ბავშვი. „დინამოს“ სელექციონერთა ჯგუფმა 2013/2014 წლებში დაბადებულთა შორის საბოლოოდ ის 18 ფეხბურთელი შეარჩია, რომელიც 11 მარტიდან ვილნიუსის საერთაშორისო ტურნირზე, „ატეიტის თასზე“ იასპარეზებს. პროექტი ოთხი წელია ტარდება.