„დინამო თბილისის“ აკადემია წელს მეორედ მსოფლიოს მოწინავე წყალბურთის ტურნირში იასპარეზებს. პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრი ხორვატიაში 2011 წლიდან იმართება და მსოფლიოს წამყვანი კლუბების ასაკობრივი გუნდები მონაწილეობენ. „თბილისის დინამო“ ტურნირზე ორი კლუბით იასპარეზებს. 21 და 27 აპრილის ჩათვლით ქალაქ დუბროვნიკში მთავარი ჯილდოსთვის 66 გუნდი იბრძოლებს.