"დინამო არენაზე" საქართველო დანიას დაუპირისპირდება

დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში “დინამო არენაზე” დანიას უმასპინძლებს. თამაში რამდენიმე წუთში, 8 საათზე უნდა დაიწყოს.

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის „დე ჯგუფში” დანიის ნაკრები 8 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო საქართველომ მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო და 3 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.