„დიდი შვიდეულის“ სამიტის მოლოდინში

გერმანიის კანცლერი ბავარიის რეგიონში დაგეგმილი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის გრძელვადიანი პერსპექტივების განხილვას აპირებს. – ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ წერს. ოლაფ შოლცის თქმით, კიევში ყოფნისას, უკრაინის პრეზიდენტ, იტალიელ, ფრანგ და რუმინელ კოლეგებთან ერთად, უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდების საკითხები განიხილა. შოლცი განმარტავს, რომ ამ ოთხი ქვეყნის ლიდერი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ კვირას ევროსაბჭოს სამიტზე უკრაინა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.