„დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივი განცხადება

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გააფრთხილეს რუსეთი, არ გამოიყენოს უკრაინაში ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღი. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, სადაც ასევე წერია, რომ რუსეთმა უკრაინაში საკუთარი ქმედებებით საფრთხე შეუქმნა ბირთვულ ობიექტებს, რის გამოც, შესაძლოა, განსაკუთრებული რისკის ქვეშ აღმოჩნდეს მოსახლეობა და ზოგადად გარემო. ამასთან, ლიდერები აღნიშნავენ, რომ „არ დაიშურებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ პრეზიდენტ პუტინს, ამ აგრესიის მონაწილეებს და მხარდამჭერებს, მათ შორის ლუკაშენკოს რეჟიმს, დაეკისროთ პასუხისმგებლობა თავიანთ ქმედებებზე“.