დიდი შვიდეულის განცხადება

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ლიდერები მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინელ ხალხს და უკრაინის მთავრობას, რომლებიც გმირულ წინააღმდეგობას უწევენ ვლადიმერ პუტინის სამხედრო აგრესიას. ისინი არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომზე პასუხისმგებლობას ვლადიმერ პუტინს აკისრებენ და მიმართავენ მთელ მსოფლიოს, დადგნენ ერთად და მოუწოდონ ვლადიმერ პუტინსა და მის რეჟიმს, შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

დიდი შვიდეულის ლიდერების განცხადებებში ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესდა მასშტაბური სანქციები, რომლებმაც მნიშვნელოვნად დააზარალა რუსეთის ეკონომიკა, ფინანსური სისტემა და შესაბამისი ზომების მიღება კვლავ გაგრძელდება.