„დიდი შვიდეულის“ განცხადება

უკრაინისთვის საგარეო დახმარების გაზრდის კონტექსტში, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრა დიპლომატებსა და უკრაინის „კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელს, ალექსანდრ ნოვიკოვს შორის გაიმართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერზე“, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩების ჯგუფის თავმჯდომარემ, იაპონურმა მხარემ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩები შეხვდნენ ალექსანდრ ნოვიკოვს, რომელმაც მიაწოდა მათ ინფორმაცია ანტიკორუფციული პოლიტიკისა და კანონმდებლობის შესახებ. ჩვენ ხაზი გავუსვით კორუფციასთან ბრძოლის კრიტიკულ მნიშვნელობას უკრაინისთვის საგარეო დახმარების გაზრდის კონტექსტში და ქვეყნის აღდგენისა და აღმშენებლობის დროს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.