დიდი სანახაობა #ფერმაში - როგორ და რა მიზნით შეიძლება მოვაშენოთ ცხენების რემა /#გაიგემეტი ქართული პროდუქციის ფესტივალზე/ #არტიშოკი: სოფელზე შეყვარებული ქალაქელი ბიჭის ამბავი 

✅ დიდი სანახაობა #ფერმაში – ოთხი წლის ასაკში დაწყებული ოცნება ცხენოსნობაზე და საქმე, რომელიც ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა:

ლევან კობახიძისგან გაიგეთ – რამდენად რთულია ბუნებით თავისუფალი ცხოველის გახედნა;   როგორი მოვლა სჭირდება ცხენების რემას;  როდის შეგიძლიათ თქვათ, რომ უკვე ვისწავლე ცხენზე ჯდომა?

✅ #გაიგემეტი – მე ვყიდულობ ქართულს – სლოგანი, რომლითაც დამწყები და გამოცდილი მეწარმეები გაერთიანდნენ. გაიგეთ, რა ხდებოდა ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალზე.

✅ #არტიშოკი  – გაიცანით ქრისტეფორე დარჩაშვილი, – 15 წლის მოზარდი, რომელიც სწავლისა და გართობის პარალელურად, სოფლად შრომისა და ბიზნესის შეთავსებას ახერხებს. სოფელზე და ფერმერებზე შეყვარებული ქალაქელი ბიჭის ამბავი #ფემაში.