დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის გარეშე განსაკუთრებით დიდი ოდენობის საქონლის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ქვემო ქართლის რეგიონში ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ჯამში 83 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 403 600 ლარია. დანაშაული 6-დან 8-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.