დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევის ფაქტი

საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ხუთი ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პირმა საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფის“, „სადახლო საავტომობილოს“ და „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლის მალულად, საქართველოს საზღვარზე გადმოიტანა დიდი ოდენობით ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ასევე, იყო დიდი ოდენობის ბრილიანტის გატანის მცდელობის ფაქტი.