დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სარჩელები, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უარყო. საუბარია ორ სარჩელზე, რომლებიც ოქუაშვილმა ივანიშვილის, რამდენიმე სხვა პირისა და ინსტიტუციის წინააღმდეგ შეიტანა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დავაში მოპასუხეებად ფიგურირებდნენ თავად ბიძინა ივანიშვილი, კომპანია „თბილისის თამბაქო“ და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია: „წარდგენილი სარჩელების მხოლოდ მცირე ნაწილს, რომლებიც უკავშირდებოდა არამართლზომიერ გამდიდრებას, „აქვს სერიოზული საკითხები სასამართლოს მიერ განსახილველად“, თუმცა ისინიც კი წააწყდნენ ბარიერებს, რომლებიც დაკავშირებული იყო იურისდიქციასა და ინგლისურ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხებთან. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო ფაქტობრივად აჩერებს ოქუაშვილის სამართლებრივ ბრძოლას ბრიტანეთში, თუმცა ტოვებს შეზღუდულ საფუძველზე ცალკეული სამართალწარმოების წარმართვის შესაძლებლობას თუ დაკმაყოფილდება სამართლებრივი მოთხოვნები“, – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.