დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის განცხადება

პუტინის ინტერვენციამ უკრაინაში ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახული მასშტაბის სიკვდილი და ნგრევა გამოიწვია, – ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის განცხადებაში. ლიზ ტრასის თქმით, რუსეთის გაუმართლებელი და უკანონო ინტერვენცია მსოფლიოში მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.

როგორც ბრიტანელმა დიპლომატმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინი ძალიან შეცდა. „ის ელოდებოდა, რომ ინტერვენცია რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, თუმცა, ვერ შეაფასა უკრაინელების სიმამაცის სიმტკიცე. დღეს არის მომენტი, რომ დავადასტუროთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის გმირული თავდაცვისადმი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი წარმატება და პუტინის მარცხი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა.