diaspora.ge-ის დამფუძნებელი გაერთიანებულ ოპოზიციას მუქარაში ადანაშაულებს
დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის, დიასპორა ჯის, დამფუძნებელი, გაერთიანებულ ოპოზიციას “ძალა ერთობაშია”, მუქარაში ადანაშაულებს. ავთანდილ გიუნაშვილი აცხადებს, რომ ცილისმწამებლური კამპანია სოციალური ქსელით ხორციელდება.
მისივე მტკიცებით, მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელება, ათენის საარჩევნო საუბნო კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების მიერ ხდება, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს და “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატს და მის შტაბს წარმოადგენენ.
გიუნაშვილი აცხადებს, რომ ადგილი აქვს მცდელობას, საინფორმაციო მაუწყებელმა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო მოვლენების გაშუქება შეწყვიტოს. ავთანდილ გიუნაშვილი შესაბამისი რეაგირებისთვის ცესკო-ს, მთავრობასა და სახალხო დამცველს მიმართავს.
განცხადებას “ნაციონალურ მოძრაობაში” გამოეხმაურნენ, პარტია ბრალდებებს უარყოფს.