დღეს საქართველოს გოლფის პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა

დღეს „თელეთის გოლფის კლუბში“ საქართველოს გოლფის პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა. პირველი დარტყმა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ შეასრულა. ჩემპიონატში 30-ზე მეტი მოყვარული მამაკაცი სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს პირველობა ორდღიანია და  საუკეთესო შედეგის მქონე ოთხეული ხვალ გამოვლინდება.

გამარჯვებულები აგვისტოში ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. საქართველოს გოლფის ფედერაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ასოციაციის წევრი 2014 წელს გახდა, ხოლო 2015 წლიდან, მსოფლიოს პირველი და ყველაზე პრესტიჟული გოლფ კლუბის წევრია.