დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი სინოდის შუამდგომლობაზე. მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ადვოკატებს მოლოდინი აქვთ, რომ შეწყალებაზე პრეზიდენტი სინოდის შუამდგომლობას გაითვალისწინებს. ამის მოლოდინი აქვს მსჯავრდებულსაც, რომელმაც მის ადვოკატს გვიან ღამით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილიც გამოატანა.

ადვოკატების ინფორმაციით, მათ ერთხელ უკვე მიმართეს სალომე ზურაბიშვილს შეწყალების საკითხზე, თუმცა უშედეგოდ. რაც შეეხება სინოდის გადაწყვეტილებას, განჩინებაში წერია, რომ შეწყალებაზე შუამდგომლობენ დეკანოზის მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო და ასევე იმ მიზეზით, რომ მამალაძის ოჯახმა საპატრიარქოს არაერთხელ მიმართა.