დაზვერვის სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული დღე

18:15, 19.09.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს და ღირსეული სამსახურისა და თავდადებისთვის მადლობას უხდის. როგორც სუს-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და სამშობლოსადმი ერთგულებით დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს სტრატეგიული ამოცანების წარმატებით შესრულებაში.

„თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში,“ – აღნიშნულია მილოცვაში.

 

მსგავსი