დაზვერვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – ვლადიმერ კონსტანტინიდი წარუდგინა. მამუკა მდინარაძემ დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ყურადღება სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობასა და შესაძლებლობების თვისებრივ გაძლიერებაზე გამახვილდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს მიმართ სრული მხარდაჭერა დაადასტურა და თანამშრომლებს საქმიანობაში წარმატება უსურვა.