დაზიანებული შენობა თბილისის სპეცოპერაციის ტერიტორიაზე

სპეციალისტები გაბრიელ სალოსის გამზირზე სპცოპერაციის შედეგად დაზიანებული შენობის მდგომარეობას სწავლობენ. როგორც გამგეობაში აცხადებენ, კორპუსი აქამდეც ავარიული იყო. ოფიციალური დასკვნის შემდეგ გაირკვევა, შეძლებენ თუ არა ადგილობრივები საკუთარ ბინებში დაბრუნებას. 15 ოჯახი ამ დრომდე სხვადასხვა სასტუმროშია გადანაწილებული. სადარბაზოში სულ 25 ბინაა. ათი ოჯახი სავარაუდოდ ნათესავებს აფარებს თავს.