დავითიძის საქმე – შეფასებები

15:13, 03.10.2026

რამდენიმე დღეა, პოლიტიკური განცხადებების თემაა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძისა და მისი ოჯახის ბრალდებები პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარზე სექსუალური ძალადობის შესახებ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პატიმრის მხრიდან გაჟღერებული ბრალდება მძიმეა და როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური რეაგირება სჭირდება.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საკითხი სახალხო დამცველის აპარატმა და ასევე შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანომ შეისწავლა და ფაქტი არ დადასტურდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მათი მმართველობის დროს ციხეებში არსებულ უმძიმეს ვითარებას ახსენებენ.
შეგახსენებთ, რომ პატიმარმა დავითიძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ  ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა მასზე სექსუალურად იძალადეს. საკითხთან დაკავშირებით, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება და ვიდეოკადრები გაასაჯაროვა. პენიტენციური სამსახური ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

მსგავსი