დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ.-ს მხარე სააპელაციო სასამართლოში ჩივის

21:11, 30.06.2018

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ.-ს მხარე სააპელაციო სასამართლოში ჩივის. ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა პირველი ინსტანციის ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება და განზრახ მკვლელობის მცდელობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა საქმეში. სასამართლომ გ.ჯ.- ს 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

მსგავსი