დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ასათიანი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა, ზურაბ ჯღარკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ბრალდებული სამართალდამცველების მიმართ კი სხვადასხვა განაჩენი დადგა; მოკლული ახალგაზრდის ოჯახი გამამართლებელ განაჩენს აპროტესტებს, პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

ხმაურიანი პროცესი და მოულოდნელი განაჩენი – რის საფუძველზე გათავისუფლდა დავით მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ასათიანი. 2019 წელს რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ექვსი პირიდან, მოსამართლემ დამნაშავედ მხოლოდ ხუთი ცნო.

უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წელი მიესაჯა, საქმის ფიგურანტ პოლიციელებს 10-10-წლიანი პატიმრობა, ყოფილ სამართალდამცავსა და გარდაცვლილის მეგობარს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპელაციის წესით გეგმავს.